სპეცოპერაცია კლუბებში

კაფე "გალერი" გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაფე "გალერის" ლუქი მოხსნეს.

რაც შეეხება კლუბ "ბასიანს“, ის ამ დრომდე დახურულია. ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის თქმით, მან გამომძიებელს ჰკითხა, როდის გაიხსნება კლუბი, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. გელბახიანი, რომელიც დღეს დაკითხეს, მიიჩნევს, რომ "ბასიანი ისჯება".

ცნობისთვის, 12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, კაფე "გალერი“ და კლუბი „ბასიანი“ დროებით დაიხურა. შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს, აქედან ერთი - კლუბში. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მათი მიზანი იყო, რეალიზატორები კლუბების გარეთ აეყვანათ, თუმცა, "ერთმა შეგვასწრო".

კომენტარები