ოჯახში ძალადობა

ცოლისა და მისი მშობლების ცემისთვის და დანით მუქარისთვის პირს 2 წელი მიუსაჯეს

www.geo.tv

სასამართლომცოლის და მისი მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, ი.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ვ.ა.-ს, მეუღლის დედას - ა.ა.-ს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - პ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ვ.ა.-ს და პ.ბ.-ს,შემდეგ კი ანთებული სიგარეტის ლოყაზე დადებით პ.ბ.-ს მიაყენა დამწვრობა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ი.ა.-მ ასევესხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ა.ა.-ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხანმოკლე მოშლით. ი.ა. ასევე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.ა.-ს და პ.ბ.-ს, რის შედეგადაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ი.ა. ოჯახის წევრებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია." - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებული 2017 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა,ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ), 111 -120-ე მუხლით(ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახისწევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

კომენტარები