სოციალური ქსელი

კვლევა: სოციალური ქსელები შფოთვას, დეპრესიას და დაუცველობის შეგრძნებას იწვევს

ბრიტანული ორგანიზაციის, Royal Society for Public Health-ის კვლევამ დაადგინა, რომ ფსიქიკური აშლილობა ახალგაზრდებში სოციალური მედიის ხშირად მოხმარებასთან არის დაკავშირებული.

კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში Facebook, Instagram, Snapchat და Twitter 14-24 წლის ადამიანების ფსიქიკას საგრძნობლად აზიანებს.

მომხმარებლების განცხადებით, სოციალურმა ქსელებმა მათ მეტი თავის გამოხატვის საშუალება მისცა, მაგრამ ამასთან, ამ პლატფორმებმა ​მათში შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა და დაუცველობის შეგრძნება გამოიწვია, ასევე ამბობენ, რომ დაიწყეს საკუთარი თავის მეტად კრიტიკა სხეულის ფორმების გამო. ბოდი იმიჯის გამო განიცდიდნენ ბულინგსაც

ასევე, სოციალურმა ქსელებმა განაპირობა FOMO - აშლილობა, რომელიც ადამიანებს აიძულებს, მუდმივად იყვნენ სოციალურ ქსელებში განხილულ საკითხებთან კავშირში. 

აკადემიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს პრობლემები განსაკუთრებით ხშირ მომხმარებლებს აწუხებთ.

შონ პარკერი, ფეისბუქის პრეზიდენტმა პირველი პრეზიდენტი ამბობს, რომ პროდუქტი ადამიანების ფსიქოლოგიის სისუსტის ხარჯზე მუშაობს.


ხუთი ნეირო-მეცნიერის მიერ 2014 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, ფეისბუქი ტვინის იმავე იმპულსურ ნაწილზე მოქმედებს, რომელსაც მძიმე დამოკიდებულებები, გემბლინგი და ნარკოტიკული ნივთიერებები აღიზიანებენ.

კვლევამ დაადგინა, რომ ფეისბუქის ხშირად მოხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. იწვევს დამოკიდებულებასაც. 

აქტივობის საზომი აპლიკაციამ, Moment-ი კი ყოველდღე ერთ მომხმარებელს ეკითხება, არის თუ არა ის ბედნიერი სოციალური პლატფორმების გამოყენებით.

აღმოჩნდა, რომ Instagram-ის მომხმარებელთა დაახლოებით 63% დღეში საათზე მეტ დროს უთმობს აპლიკაციას და მათი უმრავლესობა მართლაც დეპრესიაშია.

ბედნიერების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია FaceTime-ის (91%) მომხმარებლებს შორის, რაც შეეხება ფეისბუქს, ზუსტთან მიახლოებული პროცენტული მაჩვენებლის პოვნაც კი რთულია.

კომენტარები