ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 22-25 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 25 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 22 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 23 – 25 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები