ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევ პირს, ცოლის ცემისთვის 1 წელი და 9 თვე მიუსაჯეს

www.thelocal.fr

ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევ პირს, ცოლის ცემისთვის 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ საგარეჯოში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.მ.-მ მეუღლის - თ.ტ.-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ლ.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახის ერთიწევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში.

კომენტარები