სუმო

11 ბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია

ქართული სუმოს ქომაგები

ტოჩინოშინი ზაფხულის ბაშოზე კვლავ ერთადერთი დაუმარცხებელი სუმოისტია.

2018 წლის ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს ქართველმა ლევან გორგაძემ იაპონელი შთამბეჭდავ ბრძოლაში დაამარცხა.

ხვალ ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰაკუჰოს შეხვდება. ჰაკუჰო, ისევე როგორც კიდევ ერთი იოკოძუნა კაკურიუ, ბაშოზე თითო-თითოჯერ დამარცხდნენ. 

ბაშოს დასრულებამდე 4 დღეა დარჩენილი. ნაცუ, იგივე ზაფხულის ტურნირი 13 მაისს დაიწყო და 27 მაისს დასრულდება. 

ვინაიდან ტოჩინოშინს უკვე 11 გამარჯვება აქვს, სუმოს მამები მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე იმსჯელებენ. ახლა გორგაძეს სეკივაკეს წოდება აქვს. 

ტოჩინოშინმა თავისი პირველი იმპერატორის თასი ზამთრის ბაშოზე იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა. 

 

კომენტარები