ქართუ ბანკი

ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ანაზღაურება 0 ლარია

ბიძინა ივანიშვილი
NYT

კომერციულმა ბანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს პილარ 3-ის წლიური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. ეს საქართველოსთვის ახალი ტიპის ფინანსური დოკუმენტია, რომლის წარდგენის ვალდებულებაც ბანკებს 2017 წლის 22 ივნისს კობა გვენეტაძის მიერ მიღებული ბრძანების შედეგად გაუჩნდათ. ამ ახალ ანგარიშგებაში ბანკებმა მათი ტოპ მენეჯმენტის შესახებაც უნდა მიუთითონ ინფორმაცია.

ქართუ ბანკის მიერ სებ-ში გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბანკის სამეთვალყურეო სავჭოს წევრებს ანაზრაურება არ აქვთ.

სამეტვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასეთია:

  • ნიკოლოზ ჩხეტიანი 
  • ბესიკ დემეტრაშვილი
  • ეთერი დემინაშვილი

2018 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ქართუ ბანკის კაპიტალის ზომა 1,059,836,085 ლარია. ბანკის 100%-იან წილს ფლობს "ქართუ ჯგუფი" რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც უტა ივანიშვილია. 

როგორც ცნობილია ლიბერთისა და ქართუს შორის შერწყმის შესახებ მიმდნინარეობს მოლაპარაკებები. ამ დროისტვის ამ ორი ბანკის გაერთიანების ზუსტი დრო უცნობია. 

კომენტარები