სპეცოპერაცია კლუბებში

კლუბი ბასიანი იხსნება [live]

0 კომენტარი

კლუბი ბასიანი ამ წუთებში იხსნება. სამართალდამცველები კლუბს ლუქს ხსნიან.

ბასიანის ინფორმაციით, კლუბის კარი უკვე გააღეს.

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ დროებით დაიხურა ორივე კლუბი, გალერის გუშინ ლუქი მოხსნეს, ბასიანი კი, ამ დრომდე დახურული იყო. კლუბის დამფუძნებელმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ბასიანი 1 ივნისამდე არ გაიხსნებოდა, ფინანსური დავალიანების გამო, მისი ოფიციალურად დახურვა მოუწევდათ.

ამასთან, კლუბ ბასიანის ორგანიზებით, 27 მაისს აქცია იყო დაანონსებული - ბრძოლა ბასიანისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხატია წერეთელი

კომენტარები