აღმოჩენა

17 მლრდ დოლარის ძვირფასეულობა - 300 წლის წინ ჩაძირული გემის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა

0 კომენტარი
ფოტო: wbur.org

კარიბის ზღვის ფსკერზე ჩაძირული გემი "ესპანური გალეონი" იპოვეს, რომელიც 17 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ესპანური გალეონი 300 წლის წინ ჩაიძირა.

ჩაძირული გემი სან ხოსე კოლუმბიის ტერიტორიაზე 3 წლის წინ იპოვეს, მაგრამ დეტალური ინფორმაცია აქამდე არ გასაჯაროვებულა. ამის შესახებ ცნობები კოლუმბიის მთავრობამ 2015 წელს დაადასტურა.

“აღმოჩენის შესახებ დეტალებს კოლუმბიის მთავრობის პატივისცემის გამო არ ვასაჯაროებდით.” - თქვა რობ მუნიერმა, რომელიც WHOI-ს ვიცე-პრეზიდენტია საზღვაო ფლოტის საკითხებში.

გემზე ნაპოვნია ოქრო, ვერცხლი და ზურმუხტი, რაც აღმოჩენას ყველაზე ძვირადღირებულს ხდის საზღვაო ფლოტის ისტორიაში. გემის ისტორია ყოველთვის მისტიკით იყო მოცული, რაც მის მიმართ ინტერესს აძლიერებდა.

ჩაძირული გალეონი წყალქვეშა ავტომატური ტრანსპორტით 600 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში Remus 6000 გამოიყენეს, რომელმაც ულტრახმოვანი ლოკატორის მეშვეობით სურათები გადაიღო.

ესპანური გალეონი 1708 წლის ივნისში ჩაიძირა, როდესაც ბრიტანულ გემებს ეომებოდა. ამ დროს მიმდინარეობდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, რომელსაც 600 სიცოცხლე შეეწირა.

გემი კოლუმბიის ნახევარკუნძულის, ბარუს მიდამოებშია ნაპოვნი. სავარაუდოა, რომ, თავის დროზე, გემი 11 მილიონის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს, ზურმუხტსა და სხვა მრავალი სახის ძვირფასეულობას ატარებდა, რომლებიც ეპანეთის მიერ კონტროლირებული კოლონიებიდან იყო წამოღებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მამა იერონიმე

კომენტარები