თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 24 მაისს, თბილისის სამი რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები