გზების დეპარტამენტი

მდინარე წითელხევზე ავტოტრანსპორტი ცალმხრივ რეჟიმში იმოძრავებს

საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ15 (14+200) მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი მდინარე წითელხევზე არსებული სახიდე გადასასვლელის დაზიანებაა.

"ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ამავე გზის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები