თბილისის მერია

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ აპარატებს დადგამენ

თბილისის მერია

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ აპარატებს დადგამენ. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, შესაბამისი ინიციატივა მოქალაქემ ელექტრონული პლატფორმით - "შენი იდეა ქალაქის მერს" - წარადგინა. კალაძემ აღნიშნა, რომ მერიაში მსჯელობა კიდევ რამდენიმე განაცხადზე მიმდინარეობს.

"ჩვენ მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას. და რამდენიმე ასეთი აპარატი დაიდგმება ქალაქში. მათ მოვლა-ექსპლუატაციას უზრუნველყოფს ცხოველთა სააგენტო.

გარდა იმისა, რომ ეს იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ცხოველების კვებაში უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთვება და ძალიან მიხარია, რომ ასეთი საინტერესო იდეები და პროექტები შემოდის" - თქვა თბილისის მერმა.

თბილისის მერიამ მოქალაქეებისგან ინიციატივების მისაღებად ვებპორტალი idea.tbilisi.gov.ge 2018 წლის თებერვალში აამოქმედა. ვებზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს იდეის დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება ეძლევა. 

კომენტარები