სპეცოპერაცია კლუბებში

შსს: ნარკოდანაშაულის საქმეზე მტკიცებულება გასაჯაროვდა, რაზეც გამოძიება დავიწყეთ

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება.

"კერძოდ, ერთ-ერთ მედიაში გამოქვეყნდა კლუბი "გალერის“ დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ მტკიცებულებას. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემის გაუხმაურებლობაზე შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად" - აცხადებს შსს.

სპეცოპერაცია კლუბებში 12 მაისს ჩატარდა.  სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები