ბიტკოინი

ბიტკოინის ფასი გასული ექვსი კვირის მინიმუმამდე დაეცა

Reuters

კრიპტოვალუტა ბიტკოინი გასული ექვსი კვირის მინიმუმამდე დაეცა. ამჟამად მისი ღირებულება $7,497-ია. უაკანსკნელი შემცირების ზომა 7.3%-ია. ბიტკოინის მსგავსად 5%-ით შემცირდა ეთერიუმის ღირებულებაც, ხოლო ბიტკოინ ქეში კი 9%-ით დაეცა. 

ამჟამად ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ ყველა ბიტკოინის კრებითი ღირებულება $129 მილიარდია. სიდიდით მეორე ბლოკჩეინ კრიპტოვალუტის ეთერიუმის ღირებულება კი $58 მილიარდს შეადგენს. 

კომენტარები