თბილისის მერია

თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დაიდგმება

თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დაიდგმება. დედაქალაქის მერია პლატფორმაზე - „შენი იდეა ქალაქის მერს“ შესული რამდენიმე საინტერესო იდეის განხორციელებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა.

"კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, პოლიეთილენის ბოთლების შემაგროვებელი აპარატების დაყენებაა. ეს იდეა ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან თანხვედრაშია, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა." - ამბობს კალაძე.

კომენტარები