ლიტვა

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ბორის ნემცოვის სახელი დაარქვეს

Reuters

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსის საბჭომ რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისათვის მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭოს თქმით ნემცოვი "დემოკრატიისათვის ბრძოლის სიმბოლოა."

"სიმბოლურია, რომ პიროვნება, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და ვინც აქტიურად უჭერდა მხარს დემოკრატიულ ღირებულებებს, იყო ოპოზიციის  წევრი და მოკლეს მისი შეხედულების გამო, უკვდავვყოთ საელჩოს წინ." ნათქვამია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.

ოფიციალურ მოსკოვს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

შგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კოლუმბიის ოლქის საბჭოს გადაწყვეტილებით ვაშინგტონში ქუჩას, რომელიც რუსეთის საელჩოს პირდაპირ მდებარეობს ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა.

ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

კომენტარები