სუმო

12:0 - ტოჩინოშინმა ლეგენდარული სუმოისტი, იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა

ქართული სუმოს ქომაგები

ტოჩინოშინი ზაფხულის ბაშოზე კვლავ ერთადერთი დაუმარცხებელი სუმოისტია.

2018 წლის ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ლეგენდარული, ისტორიაში საუკეთესო სუმოისტი, იოკოძუნა ჰაკუჰო შთამბეჭდავ ბრძოლაში დაამარცხა.

შედეგად, ტოჩინოშინს ტურნირზე 12 მოგება აქვს და არც ერთი წაგება.

ხვალ გორგაძე იაპონელ სუმოისტ შოდაის შეხვდება. ტურნირის დასასრულს კი კიდევ ერთი იოკოძუნას, კაკურიუს, რომელიც ბაშოზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ბაშოს დასრულებამდე 3 დღეა დარჩენილი. ნაცუ, იგივე ზაფხულის ტურნირი 13 მაისს დაიწყო და 27 მაისს დასრულდება. 

ვინაიდან ტოჩინოშინს უკვე 12 გამარჯვება აქვს, სუმოს მამები მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე იმსჯელებენ. ახლა ლევან გორგაძეს სეკივაკეს წოდება აქვს. 

ტოჩინოშინმა თავისი პირველი იმპერატორის თასი ზამთრის ბაშოზე, იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა.

კომენტარები