საქართველო-აშშ

The Nationalinterest: საით მიდის საქართველო?

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

The Nationalinterest-ზე გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების, უილიამ კორტნის და კენეტ იალოვიცის და ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, დენიელ ფრიდის სტატია სათაურით "საით მიდის საქართველო?" სადაც საუბარია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე და დასავლეთსა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე. 

სტატიაში მოყვანილია აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომელშიც მან მოსკოვს მოუწოდა გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე. "რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საქართველოში საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა." თქვა მან და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო საბჭოთა ოკუპაციამდეც და მის შემდეგაც იდგა ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, მიუხედავად 2008 წლის კონფლიქტისა და ტერიტორიების ოკუპაციისა, მას ასევე სტაბილური ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

"...დასავლეთის მხარდაჭერამ გამოიწვია საქართველოს მიმართ მოსკოვის აგრესიის შეკავება, თუმცა თბილისის დასავლური მისწრაფებები კვლავ გადაუჭრელია და რისკის ქვეშ რჩება." ვკითხულობთ სტატიაში.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი რუსული სამხედრო უკუპაციის ქვეშაა და რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო განხეთქილების წარმოშობას და სახელმწიფოებორიობისათვის საფუძვლის შერყევას, საქართველო ინარჩუნებს დასავლურ კურსს.

საქართველოს აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დინამიური სამოქალაქო საზოგადოება, ძირითადად თავისუფალი პრესა და სივრცე პოლიტიკური დებატებისათვის. ის ცდილობს გააუმჯობესოს რუსეთთან კავშირები სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში მაშინაც კი, როდესაც უარს ამბობს ცნოს კრემლის მიერ შემუშავებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლობა".

საქართველოს თავად შეუძლია გააკეთოს მეტი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ამბიციების მისაღწევად. დაძლიოს საბჭოთა სისტემიდან შემორჩენილი პოლიტიკური და ეკონომიკური კვალი - ერთ-პარტიული დომინირება; სუსტი ინსტიტუტები; ინდივიდუალური ლიდერების გადამეტებული მნიშვნელობა, რომლებიც გავლენას ქარიზმის, პოპულიზმის და სიმდიდრის ხარჯზე მოიპოვებენ - ამას სჭირდება სტაბილური ძალისხმევა." ნათქვამია სტატიაში.

ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ესაჭიროება რეფორმების გაღრმავება დასავლეთის მხარდაჭერით და ამასთანავე მოთმინება და მიზანმიმართულობა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ NATO-სა და ევროკავშირში შესვლა ახლო პერსპექტივა არ არის, ამ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს დემოკრატიის და ეკონომიკის გაძლიერებაში.

მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ უნდა გაზარდოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა და ეკონომიკური კავშირები და ამით უფრო დაუახლოვდეს დასავლურ ინსტიტუტებს, ხოლო დასავლეთი თავის მხრივ გააგრძელებს საქართველოს მისწრაფებების, რეფორმების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები