ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული გამოცდებისთვის განკუთვნილი გვირაბები ააფეთქა

Reuters

სამხრეთ კორეული მედიის მიხედვით ჩრდილოეთ კორეამ პირობა შეასრულა და ბირთვული გამოცდებისათვის განკუთვნილი გვირაბები ააფეთქა.

ქვეყანაში სამხრეთ კორეელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და რუსი ჟურნალისტები დაუშვეს. მათი თქმით ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბირთვული ტესტირების პოლიგონზე უზარმაზარი აფეთქება იხილეს, თუმცა, პოლიგონზე ექსპერტები არ დაუშვეს.

ჩრდილოეთ კორეამ ექვსივე ბირთვული გამოცდა მანტაპის მთის ქვეშ მდებარე გვირაბების ამ კომპლექსში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის საცდელ ბაზაზე აფეთქებამ გვირაბის ჩამოშლა გამოიწვია, რასაც ჯამში 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ექსპერტების ვარაუდით ტერიტორიაზე განხორციელებული მეექვსე აფეთქების შემდეგ გამოწვეული მეწყერი იმაზე მიუთითებდა, რომ რეგიონი სტაბილური აღარ იყო და ფხენიანი მას ატომური იარაღის გამოსაცდელად დიდხანს ვეღარ გამოიყენებდა.

კომენტარები