ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.47 ღირს

24 მაისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. დოლართან გაუფასურებამ 2.4 თეთრი შეადგინა, შედეგად ახალი კურსი 2.47-მდე გაიზარდა. ევროსთან კი გაუფასურება 2.7 თეთრი იყო. ევროს ახალი ღირებულება 2.89 ლარია. ეს დოლართან მიმართებით გასული ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალური გაუფასურებაა. 

კომენტარები