საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სტუმრებს 26 მაისის თემატიკით გაფორმებული დახვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 26 მაისის სამზადისი მთლიანად დასრულებულია.
"დღეიდან უკვე საქართველოს მთავარ აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს საზეიმოდ გაფორმებული აეროპორტი დახვდებათ. სხვა საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, აქაც გამოვიყენეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო კონცეფცია" - თქვა ალექსიძემ.