კრიმინალი

ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა.

"კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა" - აცხადებს შსს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები