ვითარება საავტომობილო გზებზე

ბათუმი-ახალციხის გზაზე საფრისწყალის ხიდზე მოძრაობა აიკრძალა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ. მონაკვეთზე, მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

"მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კორტოხსა და სოფელ ბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები