ენგურჰესი

ენგურჰესზე ავარია მოხდა, დაზიანების სრული მასშტაბები უცნობია

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

საქართველოს უმსხვილეს ჰიდრეოელქტროსადგურ ენგურჰესზე ღამით ავარია მოხდა. ელექტროენერგიის გენერაციის გარკვეული ტერიტორია წყალმა დატბორა. ავარიის გამო არცერთ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

ამ დროისთვის სადგურის გენერაცია შეჩერებულია, რის გამოც საქართველომ ელექტროენერგიაზე მოთხოვა იმპორტით დააბალანსა. პირველი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ავარიის სრული მასშტაბები სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

"ენგურჰესის ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ. გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალია შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიაში ყველაზე დიდია. სადგურის შემადგენლობაში შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 მეგავატი (5 აგრეგატი, თითოეული 260 მეგავატის სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 მეგავატი) და სამი 40-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი. 

ენგურის კაშხალში არსებული წყლის მოცულობა სრული დატბორვისას 1 კუბური კილომეტრი, ანუ 1 მილიარდი ტონაა. წყალსაცავის სიგრძე 30 კილომეტრია. კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს, სიგრძე კი 728 მეტრს შეადგენს.

ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1.8 თეთრია.

ავარიის გამო ქვეყნის მოსახლეობას გუშინ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.

საქართველო ახლა ელექტროენერგიას რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თუქრეთიდან იღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები