ტოჩინოშინი

ტოჩინოშინის პირველი მარცხი ზაფხულის ბაშოზე

ტურნირის მე-13 დღეს ლევან გორგაძე იაპონელ შოდაისთან დამარცხდა. ახლა მას და იოკოძუნა კაკურიუს თანაბარი ბალანსი აქვთ - 12-12 მოგება და თითო-თითო წაგება.

იოკუძუნა კაკურიუს ტოჩინოშინი ხვალ დაუპირისპირდება, სავარაუდოდ მათ შორის გამარჯვებული გახდება იმპერატორის თასის მფლობელიც.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი და კაკურიუ ბაშოს თანაბარი ბალანსით დაასრულებენ, მათ შორის დამატებითი ბრძოლა გაიმართება.

ტოჩინოშინმა გუშინ ლეგენდარულ იოკოძუნა ჰაკუჰოს მოუგო, რომელსაც რეკორდული - 40 ბაშო აქვს მოგებული და რომელთანაც გორგაძეს ამ დრომდე 25-ჯერ ჰქონდა წაგებული.

ტოჩინოშინმა თავისი პირველი იმპერატორის თასი ზამთრის ბაშოზე, იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა

კომენტარები