ღვინის მუზეუმი

კულტ. მემკვიდრეობის სააგენტო: მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი არ აშენდება

0 კომენტარი

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკა ანთიძის თქმით, მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის აშენების შესახებ ინფორმაცია არასწორია. ტაბულასთან საუბრისას ანთიძე ამბობს, რომ ინტერნეტში გავრცელებული მაკეტის მიხედვით, მუზეუმის აშენება არც განხილულა. ის ასევე ამატებს, რომ მცხეთაში აღნიშნულ ადგილზე ნებისმიერი მსგავსი შენობის აშენება გამორიცხულია იუნესკოსთან აღებული ვალდებულებების გამო. 

"მსგავსი საკითხი არ განხილულა და არც მომავალში განიხილება, მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დიდი წვალებით დავაბრუნეთ. ზუსტად ისეთი ქმედებების გამო იყო მოხვედრილი მცხეთა საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლების სიაში, რა ქმედებებიც განხორციელდა იქ, მაგალითად პოლიციიის შენობის აშენება და ა.შ. ჩვენი მმართველობის პირობებში ეს პროექტი არ განხორციელდება. ფიზიკურად ვერ განხორციელდება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, არა მარტო იუნესკოსთან აღებული ვალდებულებებისა გამო, არამედ ემატება დამატებითი ფაქტორები: ძეგლის ვიზუალური აღქმა, სენსიტიურობა, ჩამოყალიბებული ლანდშაფტი, ამიტომ არც განიხილება იმ ადგილას რამის აშენება. ინტერნეტით გავიგე მე ამის შესახებ. ზოგადად იდეა, რომ სადღაც ღვინის მუზეუმი აშენდეს გახორციელებადია, მაგრამ ეს კონკრეტული ადგილი მცხეთაში, ნამდვილად არ გამოიყენება ამისთვის. მაკეტთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ არც განგვიხილავს არანაირი თვალსაზრისით, თვითონ ზოგადად რა სახის მშნებელობაც არ უნდა იყოს და რა სახის მაკეტიც არ უნდა იყოს, მაგ ადგილზე გამორიცხულია. სხვა ადგილზე რა მაკეტი მოუხდება და შეირჩევა, ეს სხვა განსჯის საგანია და ამაზე არ გვიმსჯელია. იდეის განხილვაც კი, რომ მანდ რამე აშენდეს, გამორიცხულია." - ამბობს ნიკა ანთიძე.

ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცხეთაში სვეტიცხოველთან ახლოს ღვინის მუზეუმის აშენება იგეგმებოდა, რომელსად ქვევრის ფორმა ექნებოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები