საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ნახეთ, თბილისის რომელ ქუჩებზეა აკრძალული ავტომაქანით მოძრაობა 26 მაისს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თბილისში ავტომანქანებით მოძრაობა შეზღუდულია.

კერძოდ, აკრძალულია მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

მოძრაობა, ასევე, აკრძალულია თაბუკაშვილისა და მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე, ავტომაქანები მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელი პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.

 

კომენტარები