საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ორმოცდაათიანელთა ეპისკოპოსი: გილოცავთ, უფალი ფარავდეს საქართველოს!

ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი
ტაბულა

საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელური) ეკლესია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეპისკოპოს ოლეგ ხუბაშვილის განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს ყველა მოქალაქესა და მასზე შეყვარებულ ყველა ადამიანს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა – ეს ძლიერი სიტყვაა და ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე მხოლოდ სიტყვა. 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია ყოველი ადამიანისათვის, ვისაც ესმის/გათავისებული აქვს თავისუფლების არსი და მნიშვნელობა.  

ქვეყანამ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ღირებულებები და ფასეულობები გააჩნია, 100 წლის წინ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთადემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და დამოუკიდებლობას ეზიარა. საუკუნის წიგილოცავთ, უფალი ფარავდეს საქართველოს! ჩვენი გმირი წინაპრების მხრებზე გადაიარა თავისუფლებისთვის ბრძოლამ, რომელთაც თავის დროზე არ დათმეს სუვერენიტეტის იდეა და ამ პათოსით გაერთიანებულებმა შექმნეს 26 მაისი.  დღეს კი ჩვენ ვართ მაგალითი მომავალი თაობისთვის, ამიტომ საქართველოში მცხოვრებ ყოველ ადამიანს ვუსურვებ სულიერ სიმტკიცესა და მხნეობას.

ქრისტეს სიტყვით მავალთ, არასდროს დაგვეკარგოს სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების სულისკვეთება. მალე ერთად გვეზეიმოს საქართველოს გამთლიანება!", - საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი – ოლეგ ხუბაშვილი.

კომენტარები