სუმო

ტოჩინოშინმა ბრძოლა მოტეხილი ხელით მოიგო, თუმცა ბაშოს გამარჯვებული ვერ გახდა

ქართული სუმოს ქომაგები

ტოჩინოშინმა ბრძოლა მოტეხილი ხელით მოიგო, თუმცა ბაშოს გამარჯვებული ვერ გახდა

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, ზაფხულის დიდი ტურნირის ბოლო ბრძოლა მოიგო, თუმცა ბაშოს გამარჯვებული მაინც ვერ გახდა - იმპერატორის თასი იოკოძუნა კაკურიუმ მოიგო. 

მან ტურნირი 13:2-ზე ბალანსით დაასრულა, კაკურიუ კი ბაშოზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

იმ შემთხვევაში, თუ კაკურიუ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ბრძოლას წააგებდა, მისი და ტოჩინოშინის ბალანსი გათანაბრდებოდა და გორგაძეს და მას შორის დამატებითი ბრძოლა გაიმართებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. 

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოს პირველი 12 ბრძოლა მარცხის გარეშე ჩაატარა. მან დიდი იოკოძუნა ჰაკუჰოც დაამარცხა, თუმცა მე-13 დღეს იაპონელ შოდაისთან დამარცხდა, ასევე ტრავმაც მიიღო - მაჯაზე ძვლების მოტეხილობა. მოტეხილი ხელით შეებრძოლა იოკოძუნა კაკურიუსაც, თუმცა ვერ გაიმარჯვა.

ზაფხულს ბაშოს შემდეგ ლევან გორგაძე რანგით მაღლა აიწევს ოძეკი გახდება. ოძეკიზე მაღალი საფეხური სუმოში მხოლოდ იოკოძუნაა. 

ჯერჯერობით კი ტოჩინოშინი სეკივაკეა. აღსანიშნავია, რომ იანვარში, როცა მან ზამთრის ბაშო მოიგო, ჯერ კიდევ მეაგაშირა იყო. რამდენიმე თვეში გორგაძე რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა. 

მომდევნო ბაშო 8-22 ივლისს, ქალაქ ნაგოიაში გაიმართება.

კომენტარები