ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი 18 წუთი ელაპარაკა რუს პრანკერს, რომელიც თავს პაშინიანად ასაღებდა

ბორის ჯონსონი
Reuters

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი პრანკერების სამიზნე გახდა. ბორის ჯონსონი 18 წუთი ელაპარაკა ადამიანს, რომელიც თავს სომხეთის პრემიერმინისტრად ასაღებდა.

ჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ჯონსონი „პაშინიანს“ რუსეთზე, ვლადიმირ პუტინზე და სკრიპალების მოწამვლის საქმეზე ესაუბრება.

„ხუმრობის“ ავტორობა რუს პოლიტიკურ პრანკერებს, Vovan-ს და Lexus-ს მიეწერება.

ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ზარის უკან კრემლი დგას.

„ეს კრემლის სასოწარკვეთილ მცდელობას გავს, შეინარჩუნოს სახე იმ საერთაშორისო სირცხვილის შემდეგ, რაც სკრიპალის საქმეს მოყვა“ – უთხრა BBC-ის მაღალჩინოსანმა წყარომ.

დაუნინგ სტრიტი ადასტურებს, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს - იკვლევენ, თუ როგორ მიაღწია მიმბაძველმა ჯონსონამდე.

კომენტარები