კრიმინალი

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

flickr

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები