არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

აჭარაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე კაცი დააკავეს

ბათუმელები

ბათუმის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული კაცის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. 

„ბათუმელების“ ცნობით, 60 წლამდე კაცმა სექსუალურად 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე იძალადა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს. 

138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული, "ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით".

141-ე მუხლი კი გარყვნილ ქმედებას ითვალისწინებს და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენის შემთხვევაში ისჯება 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

კომენტარები