საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში პოლონური ინსტიტუტი დაარსდა

wikipedia.org

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში პოლონური ინსტიტუტის დაარსების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონური ინსტიტუტი, რომელიც თბილისში 26 მაისს დაარსდა, მსოფლიოში 25-ე პოლონური ინსტიტუტია. მსგავსი დაწესებულებები ფუნქციონირებს ნიუ-იორკში, ბრიუსელში, თელ-ავივში, პეკინში, ბერლინში, ნიუ დელიში, რომში, მადრიდში, კიევში, მოსკოვში, ტოკიოში, ლონდონსა და პარიზში.

"ინსტიტუტის ჩამოყალიბების მიზანია საქართველოში პოლონური კულტურის, ისტორიისა და პოლონეთის ეროვნული მემკვიდრეობის გავრცელება, ასევე კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და საჯარო ცხოვრების სხვა სფეროებში პოლონეთსა და საქართველოს შორის ფართო თანამშრომლობის განვითარება. პროგრამების განხორციელებას პოლონური ინსტიტუტი ამა წლის შემოდგომიდან დაიწყებს" - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები