თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 29 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის, სადგურის, გულიას და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟან კალანდაძის, ბერძნის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, სამხედრო ქალაქი 202, ელიას მთის, აწყურის, ვახტანგ მეექვსეს, მთისძირის, ვარდისუბნის, ამირეჯიბის, მარტყოფის, ნიაბის, ცისკრის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ფაღავას, ყვარლის, ავლაბრის, სომხეთის, ტვიშის, უშაკოვის, კაჭარავას, გოლოვნის, ნასაკირალის, ბოროდინის, გურჯაანის, მახათას, მესხეთის, დესპინე გელოვანის, მელაანის, ეთერ კაკულიას, ირბახის, ფშავის, თელავის, ძევერის, საინგილოს, სევანის, თამაზ მუჯირიშვილის, ხიდისთავის, მიხეილ მრევლიშვილის, გონაშვილის, რუისპირის, შორაპნის, ბეღლეთის, ალიხანიანის, კიკეთის, მთავარანგელოზის, უჯარმის, ცუცქირიძის, ვაჟა ივერიელის, გალავნის, გეზათის, მიქელაძის, არმაზის, მახათას, კაიშაურის, შირაქის და შილდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გედევანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორას, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის, შევარდენიძის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარაზის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები