ტრეტიაკოვის გალერეა

მოსკოვში მე-19 საუკუნის ნახატი მეტალის იარაღით დააზიანეს

0 კომენტარი
ფოტო: The Guardian

მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ნახატი - ივანე მრისხანე და მისი ვაჟი - მეტალის იარაღით დააზიანეს.

რუსი რეალისტის, ილია რეპინის ტილოზე ივანე მრისხანეს მკლავებში შვილი უკვდება, ნახატი მე-19 საუკუნით თარიღდება (1885 წელი). 

დამნაშავე უკვე დაკავებულია. რია ნოვოსტი-ის თქმით, მას სამ წლამდე პატიმრობა და ჯარიმა (3 მილიონი რუბლი) ემუქრება. ის 37 წლის კაცია.

მოსკოვის ცენტრში მდებარე ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეის ხელმძღვანელობის თქმით, კაცმა ტილო პარასკევს, მუზეუმის დახურვამდე დააზიანა. მათ განცხადებით, დამნაშავემ მეტალის მილი ნახატის დამცავ მინას რამდენჯერმე დაარტყა.

“დარტყმების შედეგად სქელი მინა დაიმსხვრა. ნახატი სერიოზულად იყო დაზიანებული. ტილო ცენტრალურ ნაწილში სამ ადგილას იყო გახვრეტილი", - თქვეს გალერეაში.

დაზიანებულია მინაც, მაგრამ უმეტესი მნიშვნელოვანი ადგილი გადარჩენილია, მაგალითად მეფის და მისი შვილის სახეები. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში თავდამსხმელი ამბობს, რომ ის ნახატის სანახავად იქამდე მივიდა, სანამ არაყს დალევდა. თუმცა, მისივე თქმით, ის დანაშაულს აანალიზებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, კაცი ამბობს რომ ის აანალიზებს მის დანაშაულს “ნახატის სანახავად მივედი,”ამბობს ის “წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ბუფეტში ჩავედი და 100 გრამი არაყი ვიყიდე, ზოგადად არაყს არ ვსვამ, ამიტომ ადვილად დავთვერი".

რამდენიმე რუსულმა მედიამ ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დამნაშავის საქციელი "ნახატის ნახვისას შეცდომის და რაღაც არასწორის გრძნობამ გამოიწვია". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები