ფინანსები

მთავრობა უძრავი ქონების ღირებულების ნაღდი ფულის სახით გადახდას კრძალავს

ტაბულა

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა ახალ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას ეხება. მთავრობის ინიციატივით აიკრძალება უძრავი ქონების გარიგების ნაღდი ფულის სახით დადება და ის მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით იწარმოებს.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით ეს და სხვა ინიციატივები სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, IMF და სარეიტინგო კომპანია Moody's-ი.

სხვა ცვლილებების ჩამონათვალი ასეთია:

  • თანხის გადაუხდელობის გამო დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე;
  • იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) მიმართ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;
  • ქვეყანაში სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება;
  • ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისთვის დასაკისრებელი ჯარიმების ლიმიტი, რომელიც დაიანგარიშება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან. ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად ჯარიმამ/სანქციამ არ უნდა გადააჭარბობს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

კომენტარები