სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლულების მშობლებს მთავარ პროკურორთან შეხვედრას სთავაზობს

0 კომენტარი
მთავარი პროკურატურა ფოტო: პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაზარალებულ მხარეს სამუშაო შეხვედრას სთავაზობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში დაზარალებულ მხარესთან აქტიურად კონტაქტობდნენ და მათ საქმის მასალებთან სრული წვდომა ჰქონდათ. პროკურატურა დაზარალებულ მხარეს სამუშაო შეხვედრას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით სთავაზობს.

"საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას დაზარალებულებთან. არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა ჩაგვეტარებინა ყველა ის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელსაც დაზარალებულები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.

იმედს ვიტოვებთ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ დღეს ხორავს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა, 22 ნივთი ამოიღეს. მათ შორის არის მაკრატელიც, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას დარჩა.

მათივე ინფორმაციით,  საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა და დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები