რუსული ოკუპაცია

ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი აღიარა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ცნობით სირიამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმიც. 

"სირიამ აფხაზეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გილოცავთ ყველას! ამაზე ლამაზი საჩუქარი გამარჯვებიდან და დამოუკიდებლობიდან 25 წლისთავის არ არსებობს", - წერს დაურ კოვე ფეისბუქზე.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებას და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ადასტურებს.

განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ასადის რეჟიმის თქმით, ტერორისტული თავდასხმების დროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სირიას მხარდაჭრას უცხადებდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს დღეს, 15:00 საათზე გააკეთებენ.

კომენტარები