ცნობილი ადამიანები

მერაია ქერიმ ნიშნობის ბეჭედი 2 მილიონ დოლარად გაყიდა

მერაია ქერიმ, ჯეიმს პარკერის ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი 2 მილიონ დოლარად გაყიდა.

2 წლის წინ მერაია ქერი და ჯეიმს პაკერი დაინიშნენ, თუმცა ისინი ერთმანეთს მალევე დაშორდნენ. უცხოური მედიის ცნობით, ბეჭდის თავდაპირველი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი იყო.

"მერაიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ცხოვრებაში წინ იაროს და მუდმივად პოზიტიურად იყოს განწყობილი. ეს გულისხმობს იმას, რომ მან უკან უნდა მოიტოვოს ყველაფერი, რაც ყოფილ შეყვარებულთან აკავშირებს." - თქვა მერაია ქერის წარმომადგენელმა.

კომენტარები