მორგან ფრიმანი

მორგან ფრიმანი: ჩემი 80-წლიანი ცხოვრება თვალის ერთ დახამხამებაში გაანადგურეს

რამდენიმე დღის წინ, ოსკაროსანი მსახიობი მორგან ფრიმანი 16-მა ქალმა სექსუალურ შევიწორებასა და შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულა. ქალებმა ამის შესახებ CNN-თან ისაუბრეს.

ინტერვიუების გამოქვეყნების შემდეგ, მსახიობმა ბოდიში მოიხადა, გუშინ კი კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ბრალდებების შესახებ.

მორგან ფრიმანის თქმით, ის განადგურებულია, რადგან მისი 80-წლიანი ცხოვრება თვალის ერთ დახამხამებაში განადგურდა.

"ყველა ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი იმსახურებს იმას, რომ მათ მოვუსმინოთ. თუმცა, მსგავსი შემთხვევების [სექსუალური შევიწროების ფაქტების] ჩანაცვლება კომპლიმენტებითა და იუმორით არ არის სწორი. მე არ შემივიწორებია ქალები, არავისთვის არასდროს შემითავაზებია სამსახურის ნაცვლად სექსი." - თქვა მორგან ფრიმანმა.

კომენტარები