მკველელობა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე ბესელიას: მე მაინტერესებს სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევის შედეგად მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ, რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში, ეკა ბესელიას კითხვებით მიმართა.

იურიდულ საკითხა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უნდა შეხვდეს და იქ განიხილოს საქმის ყველა ის გარემოება, რომელიც მისთვის კითხვებს აჩენს და საეჭვოა.

ზაზა სარალიძის თქმით, ის პროკურატურას არ ენდობა.

"როგორ ვენდო იმ პროკურატურას, რომელიც დღეს მე შეურაცხყოფას მაყენებს? როგორ დავუჯდე იმათ სალაპარაკოდ, რომლებსაც არ უნდათ ჩემი მოსმენა და მაინცდამაინც თავისი აზრი უნდათ რომ გაიტანონ? არ ვენდობი ამ პროკურატურას და როგორ დავუჯდე სალაპარაკოდ, ვის ვენდო? პროკურორს ვეუბნები პირდაპირ, რომ ამ უსამართლობამ შესაძლებელია ახალგაზრდების ომი გამოიწვიოს-მეთქი და არ მაინტერესებს მე ეს კონტექსტი, არ არის ჩემი პრობლემაო. თუნდაც ბატონმა ირაკლი შოთაძემ, როდესაც განაცხადი გააკეთა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, ზუსტად ორ საათში ზვიად ფხაკაძემ საქმის პროკურორმა თქვა, რომ ბატონი გენერალური პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად ნებისმიერ ადამიანთან თანდასწრებით, მივიყვანე ჩემი უფლებაწარმომადგენლები და არ შეგვიშვა ბატონმა შოთაძემ და ახლა ითხოვს ხელახლა შეხვედრას?" - თქვა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიას იმ გარემოებების შესახებაც დაუსვა კითხვები, რომლის გამოც ის გამოძიების მიმდინარეობას ეჭვქვეშ აყენებს.

"ჯერ საჯაროდ გამცეს პასუხი [მთავარმა პროკურომა] - ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ, რატომ იქნა დანგრეული ის ფარდული, რატომ არ ჰქონდა საგამოძიებო ჯგუფს ზუსტი საზომი ერთეული, რომელიც წარმოაჩენდა ამ ფარდულის ზუსტ ზომებს და არა მიახლოებითს, ბოლოში გადავხტები - რატომ გაანადგურა სამხარაულის ექსპერტმა ის ნივთმკიცება დანა, რატომ არ მოიტანა ჩემამდე სამხარაულის ექსპერტმა ის ჭრილობა, ბავშვის შარვალზე სისხლი იყო აღმოჩენილი და კვლევა დამალეს დასკვნაში. ესპერტი სასამართლოზე თავის დაწერილ დასკვნას კითხულობდა და შემდეგ თქვა, უი, აქ ელემენტარული შეცდომა მოგვსვლიაო. რას ქვია, 6 თვეა ექსპერტიზას ატარებ და შეცდომა სასამართლოზე აღმოაჩინა? ჩემი შვილის უკან დგანან, ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც უნდათ სისხლი რომ დაღვარონ, დავაღვრევინოთ? ვიღაც ჩინოვნიკის გამო? რომელიც ნათლად ჩანს რა დანაშაულიც ჩაიდინა. რატომ არის დაკავებული თენგიზ კალანდია, თუ თენგიზ კალანდია ბრალდებულია, რატომ არის მირზა სუბელიანი გარეთ, რომელიც შეხვდა ბრალდებულებს და ძალიან კარგად იცის ყველაფერი დეტალებში. თუ ჩაუღრმავდებით დეტალებს, ყველა ძალიან კარგად მიხვდებით რა ხდება. მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ - მე ვიცავ ჩემი შვილისა და მისი მეგობრების უფლებებს და არ მაინტერესებს სხვა. შოთაძეს რა უნდა ველაპარაკო, რომელიც მეუბნება რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებაო? ფხაკაძეს რა უნდა ველაპარაკო, რომელიც სახეში მაფურთხებს, თითქოს, მე ჩემი შვილის სული პოლიტიკურ პარტიას მივყიდე. მე მაინტერესებს სიმართლე - ვინ მოკლა ჩემი შვილი. ვინც გარეთ დადის, რატომ არ სჯიან, რატომ აფარებენ ხელს. რატომ არ იქნა დაკავებული მიხეილ კალანდია, რომელმაც არსებითად შეცვალა სასამართლო პროცესზე ჩვენება, რომელზეც დღეს ზვიად ფხაკაძემ ეცადა რომ გაეპრავებინა კალანდიას ქმედება." - თქვა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. 

კომენტარები