IRI-ს კვლევა

მოსახლეობის 27% არასდროს მისცემდა ხმას ქართულ ოცნებას

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  IRI-მ მოსახლეობას დაუსვა კითხვა თუ რომელ პარტიას არ მისცემდნენ არასდროს ხმას, შედეგები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება - 27%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 24%
  • დემოკრატიული მოძრაობა (ბურჯანაძე) - 10%
  • გირჩი - 9%
  • პატრიიოტთა ალიანსი - 9%
  • ლეიბორისტული პარტია - 8%
  • ევროპული საქართველო - 7%
  • ახალი საქართველო - 6%
  • რესპუბლიკელები - 5%
  • თავისუფალი დემოკრატები - 3%

შესაბამისად ნეგატიური რეიტინგი ყველაზე მაღალი ქართულ ოცნებას აქვს, მეორე ადგილზე ამ რეიტინგში ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.  IRI-იმ მოსახლეობას არჩევნების შესახებ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა - ამ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 27%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 17%
  • ევროპული საქართველო - 7%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • პატრიიოტთა ალიანსი - 4%
  • დემოკრატიული მოძრაობა (ბურჯანაძე) - 3%
  • ახალი საქართველო - 2%
  • თავისუფალი დემოკრატები - 1%
  • გირჩი - 1%
  • სხვა - 0.5%
  • არ ვიცი/არცერთი/არ მაქვს პასუხი - 33%

ამ ორი კითხვის საერთო შედეგებიდან გამომდინარე, მათ მოწონების მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი აქვს ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას - რომელსაც ხმას არასდროს მისცემდა 10%, და გირჩს, რომელსაც 1%-იანი რეიტინგი აქვს, თუმცა ხმას არასდროს მისცემდა 9%. ქართული ოცნების ნეგატიური რეიტინგი მისი მოწონების მაჩვენებლის ტოლფასია და 27%-ს შეადგენს. 

კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით.
მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ
იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა
გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები