ბილ ბროუდერი

ესპანეთში რუსული ორდერის საფუძველზე ბილ ბროუდერი დააკავეს

ბილ ბროუდერი
EPA

ფინანსისტი ბილ ბროუდერი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ ესპანეთში დააკავეს.

"ესპანეთის პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე ვიმყოფები და მივდივარ განყოფილებაში რუსული დაკავების ორდერის საფუძველზე. არ მეუბნებიან რომელ განყოფილებაში." დაწერა მან.

წარმოშობით ამერიკელი ფინანსისტი რუსეთში 10 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და ვლადიმირ პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა, რის გამოც 2005 წელს რუსეთში შესვლა აუკრძალეს. 2012 წელს ის აქტიურად ლობირებდა მაგნიტსკის აქტს, რომლითაც აშშ-მა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა იმ რუს თანამდებობის პირებს, ვინც დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევასთან და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში.

გადასახადებისთვის თავის არიდების და თაღლითობის ბრალდებით ბილ ბროუდერს გასულ წელს რუსეთის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინტერპოლმა 2013 წელს ბროუდერის მიმართ მსგავს განაჩენს "პოლიტიკური ბუნების" გამო მხარი არ დაუჭირა, თუმცა, როგორც თავად წერს, დღეს ის ესპანეთში სწორედ რუსული ინტერპოლის ორდერით დააკავეს.

კომენტარები