ავტოავარია

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 2 ადამიანი

flickr

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაისუბანში ავტოავარიას 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი - დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები