ფაშინიანის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ქართველებისა და სომხების სურვილი სიყვარულისკენ სწრაფვაა.

კომენტარები