სამეფო ქორწილი

გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თაფლობის თვეს Park Lodge-ში გაატარებენ

Fairmont Jasper Park Lodge

Daily Mail-ის ინფორმაციით, ახლადდაქორწინებულმა სამეფო წყვილმა აარჩია ადგილი, სადაც თაფლობის თვეს გაატარებს. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მიერ არჩეული ადგილი Park Lodge-ია, რომელიც კანადაში, კერძოდ, ალბერტაში მდებარეობს. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებში ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1939 წელს მეფე ჯორჯ VI და დედოფალი (ელისაბედ მეორის დედა) სტუმრობდნენ ამ ადგილს, ხოლო 2005 წელს - ელისაბედ II და პრინცი ფილიპი.

Park Lodge-ს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლების გარდა სტუმრობენ სხვა ცნობილი სახეებიც. მაგალითად, ანტონი ჰოპკინსი, ჯონ ტრავოლტა და ბილ გეითსი.

1954 წელს, ამ ადგილას მერლინ მონროსა და რობერტ მიტჩუმის მონაწილეობით ფილმი “River of No Return” გადაიღეს.

Park Lodge, Jasper-ის ნაციონალური პარკის შუაგულში, საუკეთესო ადგილასაა განთავსებული, რომელიც არაერთი ფუფუნების საგნით, სასეირნო ნავებითა და არაჩვეულებრივი სპა სალონითაა აღჭურვილი. ცნობილი სპა ნებისმიერი პატარძლისათვის სანატრელია, რადგანაც ქორწილის შემდეგ სტრესის მოსახსნელად ერთ-ერთი საუკეთესო რამაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Park Lodge-მა უკვე შეუკვეთა ნივთები, რათა სრულყოფილად მოემზადონ სამეფო წყვილის დასახვედრად.

წყვილის თაფლობის თვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, სამეფო კარის ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, ქორწილის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ გადაედოთ თაფლობის თვის თარიღი, რადგანაც პრინცი ჩარლსის 70-ე დაბადების დღისათვის მიძღვნილ წვეულებას უნდა დასწრებოდნენ.

კომენტარები