პომპეი

არქეოლოგებმა პომპეის ტერიტორიაზე თითქმის 2000 წლის წინანდელი ჩონჩხი იპოვეს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

არქეოლოგებმა კაცის ჩონჩხი იპოვეს, მას თავში ვულკანიდან ამოტყორცნილი ქვა მოხვდა.

ინფორმაცია პომპეის არქეოლოგების ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსხვერპლი 30 წლის კაცია, მისი გარდაცვალების მიზეზი კი ვულკანიდან ამოსროლილი უზარმაზარი ქვის დაცემაა.

თუმცა, არქეოლოგებმა ვერ მიაგნეს მსხვერპლის თავს. მეცნიერების თქმით, კაცს ფეხზე ინფექცია ჰქონდა, რის გამოც მსხვერპლს კუნძულიდან გაქცევა გაუჭირდებოდა.

პომპეის ოფიციალურმა გვერდმა სამშაბათს სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც კაცის ჩონჩხია გამოსახული.

ახალი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ძველ რომში მდებარე ქალაქი პომპეი განადგურდა და საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული.

ფოტო: BBC

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები