კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი ციხის რეფორმაზე სასაუბროდ თეთრ სახლს ესტუმრება

CNN

ოთხშაბათს, კიმ კარდაშიან უესტი თეთრ სახლში ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს, ჯარედ კუშნერს შეხვდება. შეხვედრის თემა ციხის რეფორმაა.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა კარდაშიანი დონალდ ტრამპს.

პროცესებთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, კარდაშიანმა ნარკოტიკების ერთჯერადი რეალიზაციისთვის მსჯავრდებული ქალის შეწყალება უნდა ითხოვოს. 62 წლის ელის ჯონსონს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ჯონსონმა უკვე 21 წელზე მეტი გაატარა ციხის გისოსებს მიღმა. კარდაშიანმა მისი ისტორია Twitter-ის მეშვეობით გაიგო და დონალდ ტრამპის შვილს, ივანკა ტრამპს დაუკავშირდა საქმის დეტალებში გასარკვევად. მოგვიანებით, კიმი მთავარ მრჩეველს, ჯარედ კუშნერს დააკავშირეს.

“ხანდახან ვუშვებთ ცხოვრებაში ისეთ შეცდომებს, რითაც ჩვენ თვითონვე არ ვამაყობთ, მაგრამ ეს დაუფიქრებლად გვემართება” - უთხრა ივანკა ტრამპს კარდაშიანმა, რათა მას დონალდ ტრამპისთვის გადაეცა ეს სიტყვები.

კომენტარები