ჩრდილო კორეა

ჩრდილო კორეა პუტინის პოლიტიკას დადებითად აფასებს

0 კომენტარი

"ჩრდილო კორეა დადებითად აფასებს პუტინის პოლიტიკას, რომელიც აშშ-ის დომინირებას ეწინააღმდეგება" - ამის შესახებ ჩრდილო კორეის ლიდერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ამ მიმართულებით“ – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილო კორეის ლიდერმა ასევე თქვა, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებულ დროს მოხდა, როდესაც კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ორ კორეას შორის აპრილში გაფორმებულ დეკლარაციას პოზიტიურად აფასებს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები