სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე თანახმაა მთავარ პროკურორს ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვდეს

rustavi2

ზაზა სარალიძე თანახმაა მთავარ პროკურორს შეხვდეს. ის პროკურატურასთან, აქციაზე იმყოფება და მზადაა, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე შევიდეს, როცა ამის სურვილს პროკურატურა გამოხატავს.

"რომელ საერთაშორისო ექსპერტებზეა საუბარი, როცა ნივთმტკიცება განადგურებულია. რა უნდა დამიმტკიცოს მე იმ საერთაშორისო ექსპერტმა. დანაზე, რომელიც ამათი დავალებით სამხარაულის ექსპერტებმა გაანადგურეს, როგორ უნდა ჩაატარონ ექსპერტიზა; ფარდულზე, რომელიც დაანგრიეს და კონკრეტული ზომები არ არის მითითებული, რა უნდა დაადგინოს იმ ექსპერტმა. და ბევრი სხვა ასეთი დეტალია", - აცხადებს სარალიძე.

ზაზა სარალიძე აპირებს მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ერთად შევიდეს.

"არავითარი დახურული შეხვედრა. დახურულ სივრცეში 6 თვე ველაპარაკე მე ამათ, 6 თვე მაფურთხებდნენ სახეში", - აცხადებს ის.

კომენტარები